logo_geo
eng_logo
თემურ ჭკუასელი: 8 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს!
- +

21 სექტემბერი. 2016. 15:12



„საარჩევნო გარემო სრულიად თავისუფალია. მოგწონთ, ვთქვათ, თემურ ჭკუასელი - მისცემთ ხმას, არ მოგწონთ - არ მისცემთ. ყოველთვის უნდა გაკეთდეს არჩევანი ქვეყნის სასარგებლოდ",- ამ სიტყვებით აფასებს წინასაარჩევნო გარემოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ ჭკუასელი.

 

როგორც ჭკუასელმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად, თუმცა პატარ-პატარა ექსცესებს აქვს ადგილი. 

 

„წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად. წინა წლებთან შედარებით, როცა ექსცესები ძალიან ბევრი იყო და არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიები, არამედ ამომრჩევლებიც ძალიან დაძაბულები იყვნენ, ამ მხრივ აბსოლუტურად შეცვლილია მდგომარეობა. რაღაც ექსცესები კიდევ ხდება და ამიტომ „ქართულმა ოცნებამ" შესთავაზა პარტიებს ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი, რომ დემოკრატიული არჩევნები მივიღოთ.

8 ოქტომბერს „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, რადგან ჯერჯერობით უალტერნატივოა. ვნახოთ, შემდეგ არჩევნებზე როგორ იქნება საქმე",- განაცხადა ჭკუასელმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner