logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: 26 მაისის დარბევისას 17 ტყვია მომხვდა - რომ გვირტყამდნენ, ამ ყველაფერს იღებდნენ!
- +

21 სექტემბერი. 2016. 16:53




მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი 26 მაისის საქმეზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენებას მოითხოვს!


„26 მაისის დარბევისას 17 ტყვია მე მომხვდა, 37 - ბექა სივსივაძეს. რომ გვირტყამდნენ, ამ ყველაფერს იღებდნენ.

 

ვანო მერაბიშვილზე მეტად მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე, იმიტომ, რომ თავად აქვს აღიარებული 2011 წლის სექტემბერში, - მე გავეცი ეს ბრძანება და არათუ ვნანობ, მომავალშიც ანალოგიურს გავაკეთებ, ტაშის და ჯილდოს ღირსი არიან  პოლიციელები, რომლებმაც ეს ქმედება ჩაიდინესო!

 

ათობით ჩემი კოლეგა არამარტო დაზარალდა, იმხელა ფსიქოლოგიური ტრავმები გვაქვს ყველა ჩვენგანს მიღებული, დღემდე ვიმკით შედეგებს. ეს უნდა დაისაჯოს და ყველა ხელისუფლებამ  ისწავლოს ჭკუა, როგორ უნდა მოექცეს ჟურნალისტს!"- განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner