logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: აი, დღეს დილითაც დავით ბაქრაძის ოპტიმისტურ ყეყეჩობას წავაწყდი...
- +

13 მარტი. 2016. 21:52


მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში მიტევების დღესთან დაკავშირებით საგულისხმო სტატუსს აქვეყნებს:



„არა, კი ვიცი ფორმალურადაც კი რისი მიმტევებლებიც არიან  „ნულოვანი მიმტევებლები" - ხელში თუ ჩამიგდეს, მაგრამ მაინც ვთხოვ პატიებას - რაც მე მაგათ სისხლი გავუშრე ბოლო წლებში!..

 

კი არ მინდოდა, მაგრამ რა ვქნა, მორიელი ვარ დაბადებით და გაგებით...  აი, დღეს დილითაც დავით ბაქრაძის ისეთ ოპტიმისტურ ყეყეჩობას წავაწყდი იმის შესახებ, როგორ შემოქანდებიან შემოდგომაზე თეთრი ცხენებით ხელისუფლებაში და გადაარჩენენ სამშობლოს, რომ მაშინვე ვიგრძენი მორიელური ადრენალინის მოზღვავება... მაგრამ რად გინდა, მიტევების დღეაო და მივუტევე... არა უშავს- არ გათენდება ხვალინდელი დღე, თუ მე შენ გეტყვი, ხვალ რამე ჭკვიანურს იტყვის?..."



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner