logo_geo
eng_logo
დავით ლონდარიძე: აი, ასეთი მსახვრალი კვალი დამაჩინა სააკაშვილის რეჟიმმა...
- +

21 სექტემბერი. 2016. 18:26



„ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ მას ღირსება შეულახა და სამშობლოს ერთგულ დამცველს ჯაშუშობა უსაფუძვლოდ დააბრალა.


„დაკავებამდე სახმელეთო ჯარების შტაბში ვმსახურობდი, ვიცე-პოლკოვნიკის ჩინი მაქვს. ცხოვრება შავი ლაქების გარეშე გავატარე, მაგრამ ბედისწერამ თავს უზარმაზარი განსაცდელი დამატეხა. ცოცხალი გადავრჩი, თუმცა, ჩემს სიცოცხლეს ფასი თითქმის აღარ აქვს - დავინვალიდდი, დამოუკიდებლად გადაადგილება მიჭირს. აი, ასეთი მსახვრალი კვალი დამაჩინა სააკაშვილის რეჟიმმა, დამატებით კი პატივი და ღირსება შემილახა, რადგან სამშობლოს ერთგულ სამხედროს მტრის სასარგებლოდ ჯაშუშობა დამაბრალა და სასტიკი წამების შედეგად ცრუ აღიარება გამომძალა!

 

ახლა, იმ საზარელი მოვლენებიდან 5 წლის შემდეგ, წარბშეუხრელად და დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემთვის წარდგენილ ბრალდებას იოტისოდენა საფუძველიც არ ჰქონია! რეჟიმის ჯურღმულებში 16 თვე გავატარე. როცა დამიჭირეს, სახლში მცირეწლოვანი - 5 და 6 წლის შვილები დავტოვე, რომლებსაც ჩემი მეუღლე სიმართლეს არ უმხელდა. მათ იცოდნენ, რომ მივლინებაში ვიმყოფებოდი და დღემდე ვერ  გაიგეს, ჯანმრთელი მამა მივლინებიდან ხელჯოხით რატომ დაბრუნდა!" - აცხადებს დავით ლონდარიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner