logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ვარშალომიძის განცხადება გამოვლინებაა იმისა, რომ ჩვენში სისულელეების ეპიდემიაა!
- +

21 სექტემბერი. 2016. 21:04


 

„პროთურქული განცხადება დღეს ანტირუსულ რიტორიკად უკვე ვეღარ ჩაითვლება!" - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე ლევან ვარშალომიძის განცხადებას, რომ ქართველი და თურქი ხალხი ერთი ხალხია.

 


„ესეც კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რომ ჩვენში სისულელეების ეპიდემიაა! როგორ ვართ ქართველები და თურქები ერთი ხალხი?! ალბათ, ეს ნაცების ანტირუსული ისტერიის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ვარშალომიძეს, შესაძლოა, გამორჩა, რომ პუტინი და ერდოღანი უკვე კარგა ხანია, შერიგდნენ და დიდი სიამტკბილობაც აქვთ! ანუ პროთურქული განცხადება დღეს ანტირუსულ რიტორიკად უკვე ვეღარ ჩაითვლება!

 

არ ვიცი, შესაძლოა, ვარშალომიძე და მისი ნაცპარტია საქართველო-თურქეთის საზღვრის მოშლაზე და საქართველოს თურქეთთან მიერთებაზეც ოცნებობენ, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ ეღირსებიან! ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს!" - განაცხადა სოსო მანჯავიძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner