ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე თსუ-ში სტუდენტების გაფიცვას ეხმიანება:
„სტუდენტების ნებისმიერი პროტესტი, რომელიც არის თემატური, რომელიც ეხება მათი აკადემიური გარემოს გაუმჯობესებას, საუნივერსიტეტო ცხოვრების ხარვეზებს, ან ზოგადად სოციალურ აქტიურობას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობას, მისასალმებელია. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ თითქოს ელემენტარულ საკადრო და ადმინისტრაციული პრობლემის მოგვარებას ახალგაზრდების პროტესტი დასჭირდა.
ჩვენ განვიცდით პირველ რიგში როგორც უფროსი მეგობრები, რომ ეს პროტესტი არ გადაიზარდოს დაპირისპირებაში, ან სწავლის პროცესის დიდი ხნით მოშლაში, ან ყველაზე უარესი - არ მოხდეს ამ მოვლენების სხვა, პოლიტიზირებული მიზნებისთვის გამოყენება.
გულშემატკივრობთ, განვიცდი თქვენს პრობლემებს. მთელი გულით ყველა იმ სტუდენტის, ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით ვარ, ვინ რაღაცის გასაუმჯობესებლად იბრძვის ასეთი შემართებით!
ჩემთვის პირადად ეს მოვლენები თავისუფალი, ლაღი ახალი თაობის, გონიერი და მოტივირებული სტუდენტობის მაჩვენებელია.
სოლიდარული ვარ თქვენი სულისკვეთების და პატივს ვცემ თითოეული თქვენგანის მოტივაციას."