ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
გია ჭირაქაძე!
79 წელი!
შეიშლები კაცი ჭკუიდან: რა დროა გასული "დინა, დინა მარი"-ს პირველი შესრულებიდან...
ვისაც "რერო" ახსოვს, ვისაც "დიელო"...
ვისაც საქართველოს ტელევიზიის საესტრადო გადაცემები...
ხალხური შემოქმედების რედაქციის გადაცემები და ღონიძიებები...
ვისაც ახსოვს "ქართული ხმების"პირველი ნაბიჯები და მისი 30-წლიანი ისტორია...
შეუძლებელია მას ჭირდებოდეს ახსნა იმისა, თუ ვინ არის გია ჭირაქაძე.
ოჯახისშვილი და თავად ჩინებული ოჯახის პატრონ-თავკაცი!
ზნეობრიობის განსახიერება!
ნიჭით, კეთილშობილებით, თავმდაბლობით აღსავსე კაცი,
გემოვნებიანი და დახვეწილი!..
ანუ, ყველგან და ყოველთვის ჭეშმარიტი ინტელიგენტი!
დღეს მისი ვარსკვლავი გაიხსნა.
ვულოცავ!
ვამაყობ მისით და ყველას გისურვებთ გყავდეთ ასეთი მეგობარი, პარტნიორი, კოლეგა და ახლობელი!
იდღეგრძელოს გია ჭირაქაძემ!