logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ჩვენ დღეს გვემუქრება არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ უზარმაზარი ძალა!
- +

21 სექტემბერი. 2016. 23:13



დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი:


„სანამ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დირექტორი ვიყავი, დღის წესრიგში იდგა „ჭიათურმანგანუმის" საკითხი, წიდის გატანა. აქაც დავიწყეთ შემოწმება და გაგვაჩერეს, რადგან წიდა სააკაშვილის ხალხს გაჰქონდა. გენპროკურორი როლანდ გილიგაშვილი თითქოს შევარდნაძის მხარეს იყო, მაგრამ მაინც სხვა თამაში მიდიოდა. წარმოიდგინეთ, სანამ გამომიშვებდნენ, იყო მცდელობა, რომ ვიღაცას საერთოდ გავენადგურებინე. ერთ ფაქტს გეტყვით: ერთ დღეს მეუბნებიან, 800 ათასი დოლარი კრედიტი აიღე, ლაბორატორია შემოვიტანეთ ამერიკიდან, კონტეინერები ადგილზეაო. მე მოვითხოვე ოფიციალური დოკუმენტი, რომ კონტეინერებში ნამდვილად ლაბორატორია იყო. არა, დალუქულია და ვერ გავხსნითო. მაშინ დოკუმენტაცია მანახეთ-მეთქი. ეგეც შიგნით დევსო. რა თქმა უნდა, კრედიტი არ ავიღე და შემდგომში ამ კონტეინერებში აღმოჩნდა დაჟანგული სკამები. როგორც კი ხელს მოვაწერდი დოკუმენტებზე, ეგრევე დამაპატიმრებდნენ, 800 ათასი დოლარი სხვა რაღაცაში სჭირდებოდათ. ახლა პირველად ვამბობ ამას, უკვე ვხვდებოდი, რომ სადღაც უბედურებაში მითრევდნენ და უკვე მინდოდა, ჩქარა გავეთავისუფლებინე. ბოლოს ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ამეღო, ამას მიხვდა ჯორბენაძეც და გამაჩერეს. ახლა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ აღარაფერი მიკვირს, მეც შემთხვევით ვარ გადარჩენილი... აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჟვანია შევიდა იმ სფეროებში, სადაც არ უნდა შესულიყო. მან გაარღვია უზარმაზარი მაფიოზური სქემა და შიგ ჩაიხედა. აქვე იყო ბათუმის სანაოსნოს თემა... პირდაპირ გეტყვით, იქ გივი თარგამაძეს ჰქონდა ინტერესები. ის ეჯახებოდა შევარდნაძის ნათესავების ინტერესებს. ეს საქმეებიც ჩვენთან იდო. ზოგი იძახის, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ძალაუფლებამ გააფუჭაო. არა, ესენი თავიდანვე ავანტიურისტები იყვნენ. ეს იყო ძალიან მწყობრი, დალაგებული გეგმა საქართველოს წინააღმდეგ!

 

ჩვენ დღეს გვემუქრება არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ უზარმაზარი ძალა, უზარმაზარი ფული და მისი მფარველები უცხოეთიდან. თუკი ახალი ხელისუფლება მოინდომებს, ძალიან იოლია სააკაშვილის სქემებში ჩასვლა, სადაც ყველაფერი გარკვეულია, გვარები და სახელები წერია, ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიებიც გაშიფრულია. თუ ამას ყურადღება არ მიექცა, ღმერთმა ნუ ქნას, შეიძლება ძალიან ცუდად შემოგვიტრიალდეს. ეს არის ძალიან დიდი ქსელი და ძალიან დიდი საშიშროება!"

 


წყარო: expressinfo.ge


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner