logo_geo
eng_logo
26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაზე სანდრა რულოვსი კომენტარს არ აკეთებს
- +

21 სექტემბერი. 2016. 23:14



„ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ უპასუხა.


ჟურნალისტის კითხვას სანდრა რულოვსმა ასე პასუხი გასცა - „არ ვპასუხობ".


მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ბრიფინგი გათავისუფლებული ბაღის გამგის აღდგენასთან დაკავშირებით ჰქონდა და სხვა კითხვებს პასუხს არ გასცემდა.


„დღეს პრესკონფერენცია სხვა თემაზე მაქვს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.


რაც შეეხება პრესკონფერენციას, სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ კორცხელში "ქართული ოცნების" მიერ შუალედური არჩევნების წაგების შემდეგ ერთ-ერთი ბაღის გამგე ირმა ნაჭყებია, რომელის მეუღლეც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო,  სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.


როგორც რულოვსმა აღნიშნა, ირმა ნაჭყებიამ სასამართლომ ბაღის გამგედ ცოტა ხნის წინ აღადგინა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner