„ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ უპასუხა.
ჟურნალისტის კითხვას სანდრა რულოვსმა ასე პასუხი გასცა - „არ ვპასუხობ".
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ბრიფინგი გათავისუფლებული ბაღის გამგის აღდგენასთან დაკავშირებით ჰქონდა და სხვა კითხვებს პასუხს არ გასცემდა.
„დღეს პრესკონფერენცია სხვა თემაზე მაქვს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
რაც შეეხება პრესკონფერენციას, სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ კორცხელში "ქართული ოცნების" მიერ შუალედური არჩევნების წაგების შემდეგ ერთ-ერთი ბაღის გამგე ირმა ნაჭყებია, რომელის მეუღლეც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო, სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.
როგორც რულოვსმა აღნიშნა, ირმა ნაჭყებიამ სასამართლომ ბაღის გამგედ ცოტა ხნის წინ აღადგინა.