საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში, ოჩამჩირიდან 52 კილომეტრში დაფიქსირდა.
ოფიციალური ინფორმაციით ბიძგების სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმოლოგიურ ცენტრში განმარტავენ, რომ ამავე ეპიცენტრში მიწისძვრა 2012 წელსაც დაფიქსირდა, მაშინ ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა.