logo_geo
eng_logo
„პატრიოტთა ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს
- +

22 სექტემბერი. 2016. 02:16



„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის - გაერთიანებული ოპოზიციის" #17 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის ლალი მოროშკინას მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა.


პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელ შოთა ლორიას სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენეს.


მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლალი მოროშკინა, გამოძიების დასრულებამდე საარჩევნო აგიტაციისთვის ახალგაზრდულ ფრთას აღარ გამოიყენებს.

მოროშკინას განცხადებით, ინციდენტი ე.წ ზონდერ ჯგუფების მხრიდან არის პროვოცირებული, რომელებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში არიან გაწევრიანებულნი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner