logo_geo
eng_logo
ჰამლეტ გეგია: ხელისუფლების წყარო საქართველოში არის და იქნება გონიერი საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები
- +

22 სექტემბერი. 2016. 02:40


2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებს ექსპერტები არაპროგნოზირებად არჩევნებად აცხადებენ, საზოგადოება კი ურთულესი არჩევანის წინაშე დგას, სოციალურ ქსელში და კულუარებში დესტაბილიზაციაზეც კი საუბრობენ, ყველა რაიონი და რეგიონი დაძაბულ არჩევნებს ელის.


 ვაკის #2 საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ, უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს იყრის  ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია. "ჯეონიუსის" კითხვაზე,  აქვს თუ არა შანსი ბატონ ჰამლეტს ვაკეში, ამ ერთ-ერთ რთულ რაიონში საზოგადოებისთვის ცნობილ პოლიტიკოსებს გაუწიოს კონკურენცია, აცხადებს, რომ მისი თვითმიზანი  პარლამენტარობა არ არის, მას სურს, რომ  საზოგადოებას მიაწოდოს ქვეყნის შესაძლებლობები და  ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის რეალური შესრულებადი პროგრამა,

 

"ჩემი თვითმიზანი არ არის პარლამენტარობა, ჩემი მიზანია საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ჩვენ ვართ უმდიდრესი ქვეყნის ბატონ-პატრონები, როგორც ბუნებრივი რესურსებით, ასევე ფაუნით, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური, გეოგრაფიული მდებარეობით, უძველესი ქართული მრავალეროვანი, ძირძველი კავკასიური, კავკასიურ - ევროპული და რაც მნიშვნელოვანია ქრისტიანული კულტურის მატარებელი. ასევე ჩვენი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე ვიყავით კავკასიის - ამიერკავკასიის გული, ხიდი. ერებშორის ურთიერთობის მოწესრიგების მედიატორი და რაც მთავარია მშვიდობისა და ტოლერანტობის გარანტი. ყოველივე ამას ემატება ქართული - ეროვნული ნიჭი, განსაკუთრებით ხელოვნებაში, მეცნიერებაში. დაგროვილი გვაქვს უნიკალური შინაარსის ლიტერატურული ძეგლები, რაც მისი თარგმანისა, ტირაჟირებისა და საერთაშორისო გაცნობის თვალსაზრისით, ისევე როგორც შოუბუზნესი, შესაძლებელია იყოს ჩვენი მოსახლეობის ერთერთი მნიშვნელოვანი შემოსავალი. ამის გარდა ერთი იდეითაც კი დღევანდელი გადმოსახედიდან გამომდინარე, რომელიც შესრულებადია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელია მილიარდობით დოლარი შესძინო ქვეყანას. ეს ყველაფერი საერთაშორისო კვლევებიდან არის გამომდინარე და არა მარტო ჩვენი მოსაზრებებიდან. ჟორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული კვლევების შედეგად, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური, სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრას, ზერელე გათვლებითაც კი ტრილიონ ნახევარ დოლარზე მეტს შეადგენს. ამ ზემოთ ჩამოთვლილი რესურსების მართვის შემთხვევაში, აუცილებლია მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მოკლე და საშუალო ვადიანი პროგრამის გათავისებაში.

 

მთავრობის პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე, საქართველოში შესაძლებელია მოხდეს სერიოზული ეკონომიკური გარღვევა, რომელიც უშუალოდ აისახება ჩვენი მოსახლეობის შემოსავალებზე. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რომელიც ცალსახად აღიარებს, რომ ყველა ბუნებრივი რესურსი ეკუთვნის იმ მოქალაქეებს, ერს - ვინც ტრადიციულად ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ საკუთარი ქვეყნის დამფუძნებლები (საერთაშორისო სამართლითაც) მესაკუთრე, მეპაიე. ყოველივე ეს შესაძლებელია უმოკლეს ვადებში განხორციელდეს და მოსახლეობამ უშუალოდ მიიღოს ამონაგები, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო პროგრამის შესრულება დაიწყება არსებული ბუნებრივი და ადამიანური რესურსების კაპიტალიზაცის - შეფასების და ამის საფუძველზე შეიქმნება სააქციო საზოგადოებები სახელმწიფოს მხარდაჭერით, თუნდაც როგორიც არის საერთაშორისო სახელმწიფო კორპორაციის შექმნა, ასევე სტრატეგიული ენერგორესურსების სააქციო საზოგადოების და ბევრი საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადი ბუნებრივი რესურსების ჩართვით.

 

რა თქმა უნდა, საერთაშორისო საფონდო ბირჟებისა და ინსტიტუტების მონაწილეობით. ყოველივე ზემოხსენებული შესაძლებლობას მოგვცემს შევქმნათ ფასიანი ქაღალდების აქციების ბაზარი, რომლის ნაწილი გადაეცემა ჩვენს მოსახლეობას და ეს იქნება წინაპირობა, სიღარიბის დაძლევისა, მიკრო და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. (სახელობითი აქციის სახით .. `მწვანე ფული~) ზემოთ ხსენებული პროგრამა არის ჩემი თვალსაზრისით ერთადერთი სწორი გზა, რომლის გარეშეც საქართველო ეკონომიკურ ნახტომს ვერ გააკეთებს და მას მომავალი უახლოეს პერიოდში ვერ ექნება. აქედან გამომდინარე, ჩემი, როგორც მოქალაქის, ვალია, კიდევ ერთხელ ვცადო, მოსახლეობას, ამომრჩეველს მივაწოდო ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის რეალური შესრულებადი პროგრამა. ბანკების ვალებიდან გათავისუფლებაც რეალურია, ქართული ეკონიმიკური სასწაულის მოხდენაც რეალურია და ეს ყველაფერი არის დასაბუთებული როგორც საერთაშორისო პრაქტიკის ასევე უფლის ნაბოძები მდიდარი მიწა-წყლით. თუ როგორ უნდა განხორციელდეს და რა უნდა გავაკეთოთ და რაც მთავარია ფინანსები როგორ შემოვიტანოთ მოკლე და საშუალო ვადებში ესეც გაწერილია.

 

მე, როგორც მოქალაქეს, არა მაქვს უფლება, რომ ამ ურთულეს სიტუაციაში არ ჩავრთულიყავი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, უპარტიო მაჟორიტარი კანდიდატის მანდატით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გააკეთა ყოფილმა მთავრობამ და ახლაც ყველაფერი კეთდება, რომ მოსახლეობამ არ იცოდეს, თუ რა შესაძლებლობები გააჩნია ჩვენს ერს და ქვეყანას. სხვათა შორის, 1999 - 2000. საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, როდესაც ამ იდეის ლობირება და ტირაჟირება დავიწყე და დავაფუძნე მოძრაობა `საქართველო ხალხისთვის~, მაშინდელმა მთავრობის წარმომადგენლებმა გამაფრთხილეს, ამ საკითხზე არ მელაპარაკა, განსაკუთრებით პირდაპირ ეთერში. მაშინ მე ვლობირებდი ასევე საქართველოს სახალხო კაპიტალიზმის პროექტს და მტკნარი სასმელი წყლის რესურსების, ხალხის საკეთილდღეოდ გამოყენებას. 2 კვირაში გაურკვეველ ვითარებაში ფეხით მოსიარულეს დამეჯახა მანქანა და 2 წელიწადნახევარი ლოგინად გავატარე, მივიღე რა სასიკვდილო ტრამვები. დღემდე ეს ფაქტი გამოძიებული არ არის.

 

აქედან გამომდინარე, ჩემი პარლამენტში შესვლა და არ შესვლა მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია, რომ ჩვენ ერთად - საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჟურნალისტებმა, პოლიტიკურმა პარტიებმაც განვიხილოთ და გავერთიანდეთ ამ პროგრამის გარშემო და ნუ განვახორციელებინებთ ჩვენს შიდა და გარე მტრებს იმ იდეას - საქართველო, ქართული მრავალეროვანი კულტურა ქართველების გარეშე ~. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეროვნული იდეა ვეღარ გაგვაერთიანებს, დაპირისპირება ანტაგონისტურ პიკზეა მისული, ჩვენს საჯარო და მედია სივრცეში სიძულვილი და დაპირისპირება ბატონობს, მოსახლეობა პროცესებიდან თითქოს გარიყულია, მაგრამ ხელისუფლების წყარო საქართველოში არის და იქნება გონიერი საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები", - განაცხადა ჰამლეტ გეგიამ.



წყარო: geonews.ge



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner