აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, ქალაქ შარლოტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე მეორე დღეა ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცველების მხრიდან ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებს.
43 წლის კიტ ლამონტ სკოტი გუშინ საავადმყოფოში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის პოლიციელმა დაჭრა.
პოლიციის ცნობით, მამაკაცი შეიარაღებული იყო, თუმცა, დაღუპულის ნათესავები ამას კატეგორიულად უარყოფენ.
შარლოტში ამჟამად ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. არეულობის შედეგად 15-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, აქციის მონაწილეთა დასარბევად სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს იყენებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე არეულობის დროს მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.