logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილმა გარდაბანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა
- +

22 სექტემბერი. 2016. 10:42



შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გარდაბანში დაცვის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა, რომელშიც 250-მდე თანამშრომელი იმუშავებს.


ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე, დავით ვარდიაშვილი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გურამ ტომარაძე ესწრებოდნენ.


შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გარდაბნის განყოფილების ერთსართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში ოპერატიული რეაგირების და რკინიგზის ობიექტების დაცვის ჯგუფები განთავსდებიან. გარდაბნის რაიონში დაცვის პოლიცია 70-მდე ობიექტის დაცვას უზრუნველყოფს.


შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.


2016-2017 წლებში დაცვის პოლიციის ახალი შენობების აშენება იგეგმება თერჯოლაში, ჭიათურასა და თბილისში, ხოლო გურჯაანში, მესტიასა და ხაშურში ძველი შენობების რეაბილიტაცია მოხდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner