logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ეს ნაძირლები მთელ ქვეყანას გვატერორებენ! ამას ბოლო უნდა მოეღოს!
- +

13 მარტი. 2016. 22:18


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სამართალდამცველ ორგანოებს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებით შანტაჟს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს.


„პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების საწინააღგმდეგოდ სასწრაფოდ მისაღებია საგანგებო ზომები. რაც დღეს მოხდა, ესაა ტერორის ყველაზე ბინძური ფორმა. ეს ნაძირლები მთელს ქვეყანას გვატერორებენ. ამას ბოლო უნდა მოეღოს ერთხელ და სამუდამოდ.

ველოდებით სწორედ ასეთ სასწრაფო და ადეკვატურ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოებიდან."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner