logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დიდ წინსვლას მივაღწიეთ ძლიერი და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე
- +

22 სექტემბერი. 2016. 10:58



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველოს არსებულმა მთავრობამ უზრუნველყო თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების; თავისუფალი მედიის; თავისუფალი ბაზრის შექმნა;საზოგადოების ერთიანობა და კანონის უზენაესობა.



ჩემთვის ძალიან საპატიოა გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა. 25 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო განუხრელად იცავს გაეროს ღირებულებებს. თავის მხრივ, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე გაერო ყოველთვის იყო და არის საქართველოს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოს, ნამდვილი პარტნიორი.

25 წლის წინ ცოტას თუ წარმოედგინა, რომ დღევანდელობა ასეთი იქნებოდა.

სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული ქვეყნიდან საქართველო ჩამოყალიბდა დინამიკურ ევროპულ სახელმწიფოდ.


ჩვენ დიდ წინსვლას მივაღწიეთ ძლიერი და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე და უზრუნველვყავით: თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება;

თავისუფალი მედია; თავისუფალი ბაზარი; საზოგადოების ერთიანობა; კანონის უზენაესობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



პრემიერის თქმით, ამაყია, რომ ეკონომიკის თავისუფლების მხრივ საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში, რაც, მისივე შეფასებით, უზრუნველყოფს ღიაობას და გლობალურ ბაზრებში ინტეგრაციას, ასევე საქართველოში ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის თანასწორ შესაძლებლობებს.

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner