logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: 26 მაისის შემდეგ ეკა გიგაურმაც მიიღო პაგონები
- +

22 სექტემბერი. 2016. 12:32



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მესამე სექტორი ყველაზე მეტად არის „დასვრილი და დაბინძურებული".


„ის მესამე სექტორიც დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოებაც, უკაცრავად და, გარყვნეს. არასამთავრობო ორგანიზაციებში ისეთი ხალხი შევიდა და ისეთ ნიშს იბრალებს, „ნაციონალური მოძრაობაც" არ არიან ძალიან ხშირად.

ფულზე რომ იყო საუბარი 26 მაისს, ეკა გიგაურმაც მიიღო პაგონები.

მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, არამედ იქ თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ, რომ ამ სექტორს ნუ აბინძურებენ. გამოვიდნენ და დაირქვან „ნაციონალური მოძრაობა", სახელი, რომელიც მათ ეკუთვნით.

ამ დროს გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ამბობენ, რომ პოლიცია როგორ ბედავს, ხალხს უთხრას, 26 მაისის კადრები არ ანახოთო. პროკურატურა ანგარიშვალდებულია, საზოგადოებას აცნობოს, რომ დამნაშავე და კრიმინალი დაისაჯა. უკვე პოლიტიზირებულია ამაზე გაცემული ინფორმაცია, რადგან წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა სასამართლო? თუ უნდა გავაჩეროთ სასამართლო და პროკურატურა, სანამ არჩევნები არ ჩატარდება? სწორედ რომ ასე არ უნდა იყოს",- განაცახადა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner