logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: თუ „ნაციონალები“ პროვოკაციას მოაწყობენ, მიიღებენ იმას, რაც აქამდე არ მომხდარა
- +

22 სექტემბერი. 2016. 12:35



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციას მოაწყობს, ისინი მიიღებენ იმას, რაც აქამდე არ მომხდარა.



„ის ხმები, რაც მოდის, რომ „ნაციონალები" ფიქრობენ ისევ რევოლუციის მოხდენას, და რესურსი არ აქვთ ამის, მე მოსახლეობას აქვე ვაწყნარებ. აქვე მივანიშნებ და მოსახლეობასაც შევახსენებ, თუ ისინი მართლაც გაბედავენ და სერიოზულ პროვოკაციას მოახერხებენ, შეიძლება, ის მიიღონ, რაც არ მომხდარა. შეიძლება, მოსახლეობას ჩვენ წინ ვეღარ დავუდგეთ და მოგვიწიოს მთლიანად ამ პარტიაზე საუბარი, რაც იქნება ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე. ცუდი იქნება ქვეყნის იმიჯისთვის და ძალიან მძიმე იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის". მე არ ვარ მომხრე ნიურნბერგის პროცესისა. ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები და ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო ვიღაც და ამიტომ უნდა დავსაჯოთ, ამ მიმართულებით წასვლა არანაირად არ აწყობს პირველ რიგში საზოგადოებას და მერე ქვეყანას და მის განვითარებას. ასე არ შეიძლება, რომ კაცი დადგა იქ და ამის გულისთვის უნდა გავრიყოთ. ვისაც კი უღიარებია მკვლელობა, საზოგადოება ზრუნავს მათზე და ცდილობს, რომ აღადგინოს და დააბრუნოს საზოგადოების სამსახურში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner