logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: დღეს, თითოეული ჩვენთაგანის უმთავრესი ამოცანა, საუნივერსიტეტო დაპირისპირების თავიდან აცილებაა!
- +

13 მარტი. 2016. 23:23


ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ფორუმის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი საქართველოს ვიცე- პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის   განცხადებას ეხმიანება:

 

„მნიშვნელოვანია, რომ  ხელისუფლების პირველი პირები აბსოლუტურად ადეკვატურად  აღიქვამენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს. ხაზგასმით ვაცხადებ, დღეს, თითოეული ჩვენთაგანის უმთავრესი ამოცანა გახლავთ, საუნივერსიტეტო დაპირისპირების თავიდან აცილება."  - აცხადებს მეტრეველი „რეპორტიორთან" საუბრისას.


კახა კალაძე თსუ-ს გაფიცულ სტუდენტებს თანადგომას უცხადებს:


სტუდენტების ნებისმიერი პროტესტი, რომელიც არის თემატური, რომელიც ეხება მათი აკადემიური გარემოს გაუმჯობესებას, საუნივერსიტეტო ცხოვრების ხარვეზებს, ან ზოგადად სოციალურ აქტიურობას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობას, მისასალმებელია. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ თითქოს ელემენტარულ საკადრო და ადმინისტრაციული პრობლემის მოგვარებას ახალგაზრდების პროტესტი დასჭირდა.

 

ჩვენ განვიცდით პირველ რიგში როგორც უფროსი მეგობრები, რომ ეს პროტესტი არ გადაიზარდოს დაპირისპირებაში, ან სწავლის პროცესის დიდი ხნით მოშლაში, ან ყველაზე უარესი - არ მოხდეს ამ მოვლენების სხვა, პოლიტიზირებული მიზნებისთვის გამოყენება.

 

გულშემატკივრობთ, განვიცდი თქვენს პრობლემებს. მთელი გულით ყველა იმ სტუდენტის, ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით ვარ, ვინ რაღაცის გასაუმჯობესებლად იბრძვის ასეთი შემართებით!

 

ჩემთვის პირადად ეს მოვლენები თავისუფალი, ლაღი ახალი თაობის, გონიერი და მოტივირებული სტუდენტობის მაჩვენებელია.

 

სოლიდარული ვარ თქვენი სულისკვეთების და პატივს ვცემ თითოეული თქვენგანის მოტივაციას."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner