logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ძალადობრივი მეთოდების შენარჩუნებას
- +

22 სექტემბერი. 2016. 12:47



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" წევრების - ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას საარჩევნო დაპირებას იმის შესახებ, რომ საზოგადოებას ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან. ივანიშვილის თქმით, ეს წარმოუდგენელია იმ პარტიის მხრიდან, ვინც თავად იყო კრიმინალი.



„პირველ რიგში, მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან ვაცხადებდი, რომ ნიურნბერგის პროცესი ალბათ საქართველოში არ უნდა შედგეს და ვფიქრობ, არც უნდა შემდგარიყო. ის, რომ უკმარისობისა და უკმაყოფილების გრძნობა საზოგადოებაში დარჩა, ამის მიზეზი, არა დასჯილთა რაოდენობაა, ჩემი აზრით, რომლებიც საკმარისად დაისაჯნენ, არამედ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს თავისი მეთოდების შენარჩუნებას. ის ძალადობა, რაც იყო მათი მთავარი იარაღი, რაც შერჩათ ძირითადი ინსტრუმენტი საუბრისა და სიცრუის დონეზე და აგრესიული გამონათქვამების დონეზე, დღეს ისევ აგრძელებენ და ისევ თავხედურად კრიმინალები მიგვანიშნებენ წესრიგზე. გუშინ თბილისში, ვარაზისხევზე ავდიოდი და ვნახე რეკლამა - ნიკა მელია და ხოშტარია ერთად ჰპირდებიან საქართველოს მოსახლეობას. ნახეთ, როგორ დახვეწილი აქვთ სიცრუის ტირაჟირება, როგორ ოსტატურად ცრუობენ. 50 ლარი რეალისტურია, 45 ათასი სამუშაო ადგილი, გაუგებრობაა, პრინციპში რა დროში და როგორ შექმნიან. მესამე პუნქტად ეწერათ საოცრება, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან. მე პირდაპირ ამ ადამიანებზე არ მინდა ვთქვა, მაგრამ მათი პარტიის წევრებიდან ძალიან ბევრი კრიმინალი იყო. ახლა კი ისინი პოლიტიკური დანაშაულებების დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან საქართველოს მოსახლეობას. აი, ეს არის ის აგრესია, რაც აუტანელი და მიუღებელია საზოგადოებისთვის და ჩნდება ისევ განცდა, რომ ვერ დაისაჯნენ, მათ პასუხი ვერ აგეს. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი იყო მაშინდელი ეკონომიკა, როგორ იმართებოდა ბიუჯეტი ერთი ჯიბიდან, როგორი დამოკიდებულება იყო თუნდაც ფინანსთა სამინისტროდან, როგორი დამოკიდებულება იყო ფინანსებთან და ბიზნესთან. ნახეთ საერთაშორისო შეფასებებიც, შევდიოდით ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოებში, დღეს ვართ ყველაზე მოწესრიგებულ სახელმწიფოებს შორის, მე-17 ვართ მსოფლიოში ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით, მე-9 ვართ ევროპაში", - განაცხადა ივანიშვილმა.


ივანიშვილის თქმით, ძალიან ბევრი ჩინოვნიკიდ დღეს დასჯილია და ევროპა და მთლიანად მსოფლიო, დადებითად აფასებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას.

 

„ეკონომიკური დანაშაულებების დეკრიმინალიზაციას ჰპორდებიან საზოგადოებას მელია და ხოშტარია. ეს არის ის აგრესია, რაც შემორჩა საზოგადოებაში და რა გაკეთდა რეალურად, შევხედოთ და გავაკეთოთ ანალიზი. ყოფილი პრეზიდენტი დევნაშია, ყოფილი პრემიერი ციხეშია. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები ციხეში არიან, ქალაქის ყოფილი მერი ციხეშია, მთავარი პროკურორი დევნაშია, უამრავი კიდევ დევნაშია და გაასწრეს. რატომ გაასწრეს და როგორ გაასწრეს, ამაზე პასუხს მოითხოვენ ახალი ხელისუფლებისგან, როდესაც სასამართლო ისევ კუბლაშვილის დაგვხვდა, პროკურატურაში იგივე თანამშრომლები დაგვხვდნენ და ნელ-ნელა გამოიცვალნენ. არის ისევ შეკითხვები,  შემორჩნენ თუ არა ის თანამშრომლები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის" დროს მუშაობდნენ პოლიციასა თუ პროკურატურაში. შემორჩნენ ძალიან მცირე რაოდენობით პროკურატურაში და ალბათ, პოლიციაშიც, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი და მაინც არიან სამსახურში. საერთო ჯამში, კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, თუ თქვენ ერთ შემთხვევას მაინც დამისახელებთ, რომ ამდენი მაღალი რანგის ჩინოვნიკი დასჯილიყოს ქვეყანაში, ამ დროს ევროპაც და მსოფლიოც და ჩვენი ძირითადი პარტნიორიც, აშშ-ც აბსოლუტურად აფასებენ დემოკრატიული მიმართულებით საქართველოს განვითარების პროცესს. დემოკრატიული ინსტიტუტების, დემოკრატიული ღირებულებების მხრივ, ნახტომები გავაკეთეთ 4 წლის განმავლობაში, ვგულისხმობ საერთაშორისო შეფასებებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner