logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ოთხ წელიწადში მოხდა უზარმაზარი ნახტომი
- +

22 სექტემბერი. 2016. 12:52



„სახელმწიფომ, სამართალდამცავებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გამოძიება დასრულდეს ტელეკომპანია „თანამგზავრთან" დაკავშირებით. ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები", - ამ სიტყვებით უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომ ტელეკომპანია „თანამგზავრის" საქმეები გამოუძიებელია, 1998 წელს მფლობელი ჩაცხრილეს მანქანაში, 2006 წელს ხელისუფლება ითხოვდა ტელეკომპანიის წილებს და შემდგომ  2012 წელს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მეწილე ვლადიმერ ახალმოსულიშვილი იპოვეს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი. „არცერთი ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიებული. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ და ხალხმა, რომ ეს საქმეები გამოუძიებელი არ დარჩეს?". 


როგორც ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, ოთხ წელიწადში ყველაფერი შეიცვალა და დღეს ხელისუფლება მსგავსი ტიპის ზეწოლებს აღარ ანხორციელებს. 


„ვინმეს შეიძლება კიდევ ჰქონდეს ეჭვი, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიძლება მსგავსი რამ გააკეთოს? ამ კითხვაზე მინდა დავინახო რეაქცია. ოთხ წელიწადში მოხდა უზარმაზარი ნახტომი, რომ დღეს ვერავინ იტყვის, რომ ხელისუფლების შიში აქვს",- განაცხადა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner