ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის ეთერში გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" რესპუბლიკური პარტიის წევრების განცხადებებს ეხმაურება, რომელსაც ისინი ივანიშვილის მისამართით ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებენ და ამბობს, რომ მათთან პინგ-პონგის სათამაშოდ არ სცალია.
„პინგ-პონგის თამაშის დრო არ მაქვს, რომ რესპუბლიკური პარტიის ყველა განცხადებას პასუხი გავცე. მე ამომწურავად შევაფასე რესპუბლიკური პარტია და ეს სრულიად საკმარისია. მათ პინგ-პონგის თამაში უნდათ და მეტი საქმე არ აქვთ, ალბათ, და მე ამისთვის ნამდვილად არ მცალია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.