logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვამაყობ, რომ გაერო-ში საქართველოს სახელით გამოვდივარ
- +

22 სექტემბერი. 2016. 13:11



პრემიერი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის ამაყია, რომ საქართველოს სახელით გამოდის გაერო-ში, როდესაც ქვეყანა აღმავლობის გზაზეა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის ახალი დამაკავშირებელი მოვლენების ცენტრში იმყოფება.



სწორედ ეს სულისკვეთება გვამოძრავებს ჩვენ რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე, რომელიც ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დაუღალავად ვშრომობთ და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ამ პროცესში უზრუნველვყოფთ მათი უფლებების, მრწამსისა და კულტურის პატივისცემას. ჩვენ იმედით შევყურებთ გაერო-სთან შემდგომ თანამშრომლობას, რათა ხორცი შეესხას უკეთესი მომავლის საერთო ხედვას",-განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner