logo_geo
eng_logo
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა კონტრაქციას გეგმავს!
- +

13 მარტი. 2016. 23:24


„მოდი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 14 მარტს, 12:00 საათზე. ერთად მოვითხოვოთ უნივერსიტეტის საქმიანობის დაბრუნება სამართლებრივ ჩარჩოებში!"- თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის ეზოში კონტრაქციის გამართვას გეგმავს.


თვითმმართველობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აქციაზე სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას პასუხისმგებლობის აღებისკენ და სასწავლო პროცესის გაკონტროლებისკენ მოუწოდებენ:



„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დგას სრული პარალიზების საფრთხის წინაშე. ახალგაზრდების მცირე ჯგუფი, რომელთა დიდი ნაწილი არ წარმოადგენს თსუ-ის სტუდენტებს, კვლავ განაგრძობს უნივერსიტეტის სამუშაო პროცესის ჩაშლას. მათ მიერ არათანმიმდევრული მოთხოვნების დაფიქსირება მიმდინარეობს ძალისმიერი და ცილისმწამებლური მეთოდების გამოყენებით. ყოველივე ეს შეუძლებელს ხდის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომის ჩატარებასა და უნივერსიტეტის სხვა ძირითადი ფუნქციების განხორციელებას. რექტორი კი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს უნივერსიტეტის სამართლებრივ ჩარჩოებში ფუნქციონირების გარანტს, მისი უნიათობითა თუ მიზანმიმართული უმოქმედობით ხელს უწყობს სიტუაციის გამწვავებას.

ვლადიმერ პაპავა ვერ უზრუნველყოფს პერსონალისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას და სტუდენტებზე ორიენტირებული გარემოს შენარჩუნებას. შექმნილი არაჯანსაღი მდგომარეობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის პირველი უნივერსიტეტის სახელს.

 

მოდი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 14 მარტს, 12:00 საათზე. ერთად მოვითხოვოთ უნივერსიტეტის საქმიანობის დაბრუნება სამართლებრივ ჩარჩოებში!

შეიტანე შენი წვლილი ინსტიტუციური კრიზისიდან უნივერსიტეტის გამოყვანაში!

დაიცავი უნივერსიტეტი!"- აღნიშნულია განცხადებაში.

 

სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მთავარი მოთხოვნებია:


P.S. ეს არ არის მეორე ჯგუფის წინააღდმეგ მიმართული აქცია. პირიქით ჩვენი მოთხოვნები და მათი მოთხოვნები დიდწილად ერთმანეთს ემთხვევა. როგორიცაა ოდეერის საკითხი და ამდენი ხანი ამ საკითხზე რექტორის სიჩუმე.


აქციის მთავარი მოთხოვნებია:


უნივერსიტეტის რექტორმა აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე და აღდგეს უნივერსიტეტის გამართული ფუნქციონირება!


გათავისუფლდეს უნივერსიტეტი ОДР-ის და ყველა მსგავსი საბჭოური გადმონაშთისგან!


ყველამ უპირობოდ სცეს პატივი უნივერსიტეტის მართვის დემოკრატიულ პრინციპებს და მიეცეს უნივერსიტეტის უმაღლეს წარმომადგენლობით საბჭოს თავისუფალ რეჟიმში მუშაობის უფლება!


პრობლემები სისტემურია. პრივილეგიები, უთანასწორობა, უსამართლობა, სტუდენტების უფლებების დარღვევა, მათი ინტერესების უგულებელყოფა და რესურსების პრივილეგირებულ ჯგუფთა მიერ ფლანგვა საფუძვლად დაედო მძლავრ სტუდენტურ საპროტესტო ტალღას. ჩვენ გამოთიშულნი ვართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან. არავინ ითვალისწინებს სტუდენტების აზრს, თუ ვის აირჩევენ წამყვან თანამდებობებზე, როცა ეს ადამიანები ჩვენს ბედ-იღბალს განკარგავენ.


მოვითხოვთ, უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე!


მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიების გაუქმებას!


მოვითხოვთ უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალურ ჩართულობას!


მოვითხოვთ კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი, მოძალადეების მფარველი, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას!


მოვითხოვთ უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელთა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას!


ლოდინის დრო აღარაა! ცვლილებები უნდა იყოს სწრაფი! ჩვენ ვდგავართ ერთად და გვაერთიანებს საერთო პრობლემები. ეს არაა ერთი უნივერსიტეტის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საყოველთაო დემოკრატიული და ავტონომიური საგანმანათლებლო სივრცისთვის; ამ ბრძოლაში გამარჯვება ნიშნავს უკეთეს მომავალს ყოველი ჩვენგანისთვის.


ავტონომია უნივერსიტეტს!



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner