logo_geo
eng_logo
მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო და შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის პროგრამა გაგრძელდება
- +

22 სექტემბერი. 2016. 13:12



თბილისის მერიაში დავით ნარმანიას მოადგილემ ნინა ხატისკაცმა სამგზავრო ბარათებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჩაატარა.


პროგრამა, რიმელიც მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო და შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას ითვალისწინებს, გრძელდება. შეღავათიანი მგზავრობის ბარათებით სულ მოქალაქეთა 26 კატეგორია სარგებლობს.



ნანა ხატისკაცის თქმით, თბილისის მერიასა და „საქართველის ბანკს" შორის გაფორმდა მემორანდუმი და ამის მიხედვით ახალი იდენტიფიცირებული უფასო მგზავრობის ბარათები „საქართველის ბანკის" მიერ იქნება გაცემული. მემორანდუმის თანახმად,  ბარათების გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს 2016 წლის 16 ოქტომბრამდე, ძველი ბარათები კი 16 ოქტომბრიდან გაუქმდება.



მერიის განცხადებით, ახალ ბარათებზე დარიცხული თანხით მოსწავლეები სკოლების ბუფეტებში სარგებლობას შეძლებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner