ე.წ. „კანონიერი ქურდი" ტარიელ ფოცხვერია 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ცნობით, ფოცხვერია გუშინ გვიან ღამით, 23:00 საათისთვის, თურქეთის ქალაქ სტამბოლში გარდაიცვალა.
„კანონიერი ქურდი" ტარიელ ფოცხვერია სასამართლომ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლა, რის შემდეგაც ის მეუღლესთან ერთად თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.