logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: უნდა გავწმინდოთ ჩვენი ქალაქების ქუჩები ჩვენი სახელმწიფოსთვის საშიში უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისგან
- +

22 სექტემბერი. 2016. 13:23



მზად მაქვს კანონი, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად გამკაცრდება საემიგრაციო კანონი და აიკრძალება უცხოელებისთვის ქართული მიწის მიყიდვა", - წერს პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „facebook"-გვერდზე.

 


ყველა პირი აზიის, აფრიკის ქვეყნებიდან, რომლებსაც ჩინოვნიკების კორუმპირებულობის და უპასუხისმგებლობის გამო მინიჭებული აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება, დაექვემდებარება დეპორტაციას თავიანთ ქვეყნებში. ჩვენ უნდა გავწმინდოთ ჩვენი ქალაქების ქუჩები (მაგ. ბათუმში ქუთაისის ქუჩა, თბილისში .. პლეხანოვი) ჩვენი სახელმწიფოსთვის საშიში უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისგან. საქართველოს არ ჭირდება ახალი ფეთქებადსაშიში ტერიტორიების შექმნა. სხვათაშორის, პარლამენტისთვის ჩემს მიერ შეთავაზებული გამკაცრებული საემიგრაციო კანონი ევროპის წამყვანი ქვეყნების ამ კანონის ანალოგია", - წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.






ვიდეოზე ასახულია სიტუაცია სარფში. თურქი „რუხი მგლები" მღერიან თურქულ ნაციონალურ სიმღერას. ტექსტი შემდეგნაირია -  „თურქული მიწა თურქი ხალხისთვის". ხელებს თუ დააკვირდებით, რუხი მგლების სიმბოლიკაც ჩანს  და ეს ყველაფერი ხდება ქართულ მიწაზე .



ორგანიზაცია „რუხი მგლები"  მსოფლიოს ტერორისტულ ორგანიზაციებს შორისაა შეყვანილი. 80-იან წლებში, როცა „რუხი მგლები", ეს თურქული ულტრა ნაციონალისტური დაჯგუფება, იკრებდა ძალას, მათ ქართველი პატრიოტი - ახმედ მელაშვილი მოკლეს.



ორგანიზაცია "რუხი მგლები" დაარსებულია ფეთჰულაჰ გიულენის მიერ, რომელთა წევრები დღეს  სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძვიან. თავის დროზე, სწორედ გიულენმა სთხოვა სააკაშვილს  „ნიურჯლარის" ანუ იგივე  რუხი მგლების" წევრებისთვის საქართველოს მოქალაქეობა მიეცა. სააკაშვილმა გიულენის თხოვნა შეასრულა და 3000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით პრეზიდენტობის ვადაში მიანიჭა.  ამის სანაცვლოდ კი  გიულენმა სააკაშვილს რამდენიმე მილიონი დოლარი გადაუხადა. თავის დროზე, ხსენებული  ინფორმაცია,  თეა წულუკიანმა დაადასტურა. „რუხი მგლები"  დღემდე  ბათუმში მოღვაწეობენ. ეს გახლავთ ვიდეო, სადაც რუხი მგლები   და მათ ფინანსურ უზრუნველყოფას მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია გიულენის მიერ დაარსებული უმაღლესი სასწავლებლებიდან შემოსული თანხებით უზრუნველყოფდა.



 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner