საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თელავში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ დღეისთვის კიდევ ერთი სირცხვილი შემოგვრჩა - ლეიბორისუტლი პარტია. მისი თქმით, ლეიბორისტული პარტია პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის" წევრია, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციაა.
„რამდენიმე პარტია იყო ფსევდოოპოზიური და ეს სირცხვილი შემორჩა კიდევ საქართველოს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ლეიბორისტული პარტია უარესია „ნაციონალურ მოძრაობაზე", რადგან ეს პარტია ემსახურება „ნაციონალური მოძრაობას" და ამ დროს კიდევ ცრუობს, რომ იქ არ არის. ეს ორმაგი დანაშაული გამოდის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.