logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: რა გაკეთდა, გავაანალიზოთ - პრეზიდენტი და პროკურორი დევნაშია, პრემიერი, თავდაცვის, შს მინისტრები და მერი ციხეში არიან
- +

22 სექტემბერი. 2016. 13:25



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილების განცდა დარჩა, ამის მიზეზი არა დასჯილთა რაოდენობაა, არამედ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს თავისი მეთოდის შენარჩუნებას.



ყოფილი პრემიერის განცხადებით, პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეებიდან აცხადებდა, რომ ნიურნბერგის პროცესი საქართველოში ალბათ არ უნდა შედგეს და ფიქრობს, რომ არც უნდა შემდგარიყო.


 

დღეს ისევ თავხედურად კრიმინალები მიგვანიშნებენ წესრიგზე. გუშინ ვარაზის ხევში ავდიოდი და ვნახე ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას საარჩევნო რეკლამა. მათ დახვეწილი აქვთ სიცრუის ტირაჟირება და ოსტატურად ცრუობენ. მესამე პუნქტად ეწერათ საოცრება - ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან. ეს არის ის აგრესია, რაც აუტანელი და მიუღებელია საზოგადოებისთვის.


საზოგადოებაში ჩნდება ისევ განცდა, რომ მათ პასუხი ვერ აგეს. რაც გაკეთდა, გავაკეთოთ ამის ანალიზი: პრეზიდენტი დევნაშია, პრემიერ-მინისტრი ციხეშია, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ქალაქის მერი ციხეში არიან, მთავარი პროკურორი დევნაშია. თუ თქვენ ერთ პრეცედენტს დამისახელებთ მსოფლიო ისტორიაში, რომ ამდენი მაღალი რანგის ჩინოვნიკი დასჯილიყოს ქვეყანაში და ამ დროს ჩვენი პარტნიორები, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიულად აფასებენ ქვეყნის განვითარების პროცესს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner