logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ხოშტარიას და მელიას პლაკატებმა ჩემშიც აგრესია გამოიწვია
- +

22 სექტემბერი. 2016. 13:31



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოსტატურად ცრუობენ და სიცრუის ტირაჟირება დახვეწილი აქვთ.



ექს-პრემიერის თქმით, მისთვის გაუგებარია ის დაპირებები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან" ისმის.



გუშინ თბილისში ვნახე ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას საარჩევნო პლაკატები. ნახეთ, როგორი დახვეწილი აქვთ სიცრუის ტირაჟირება, როგორ ოსტატურად ცრუობენ. მათი დაპირება 45 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაზე გაუგებარია. ასევე ეწერათ საოცრება - მოსახლეობას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან. არ მინდა, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიაზე რამე ვთქვა, მაგრამ ისინი რომ კრიმინალური პარტიის წევრები არიან, ეს ცხადია. ისინი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან საქართველოს მოსახლეობას. ამის შემდეგ უჩნდება აგრესია მოსახლეობას, რომ ენმ"- წევრები ვერ დაისაჯნენ და მათ პასუხი ვერ აგეს. წარმოიდგინეთ, როგორი იყო მაშინდელი ეკონომიკა, როგორ იმართებოდა ბიუჯეტი - ერთი ჯიბიდან; როგორი დამოკიდებულება იყო გნებავთ ფინანსთა სამინისტროს მიმართ; გაიხსენეთ გიგა ბოკერიას სამსახური, 40 მილიონი, 20 მილიონი ნაღდი ფული იყო გატანილი და დარიგებული; ანგარიშებ არ ჩანს, სად წავიდა თანხა. პლაკატებმა, გუშინ რაც ვნახე, ჩემშიც გამოიწვია გარკვეული აგრესია. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან მელია და ხოშტარია საქართველოს საზოგადოებას, რომლებიც მთელი 9 წლის განმავლობაში იყვნენნაციონალური მოძრაობის" წევრები. მათი ხელმძღვანელები კრიმინალებად აღიარებულები არიან ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ, ზოგი ციხეშია და ზოგი ძებნაში. ესენი გამოდიან და დეკრიმინალიზაციაზე საუბრობენ, ეს არის ის, რაც საზოგადოებას აღაშფოთებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner