logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ნაცემი ვალერი გელაშვილის კადრები ვისაც გინახავთ, ეს იყო წინა ხელისუფლების სახე!
- +

22 სექტემბერი. 2016. 13:34



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სასამართლოს განაჩენს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილს 6 წელი და 9 თვე, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ივანიშვილის თქმით, ნაცემი ვალერი გელაშვილის კადრები არის წინა ხელისუფლების სახე.

 

„თუ გინახავთ ვალერი გელაშვილის კადრები, როგორი იყო. აი, ეს იყო წინა ხელისუფლება. დავუბრუნდები ისევ ნიკა მელიასა და ერეკლე ხოშტარიას წინასაარჩევნო ბილბორდს. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს საზოგადოებას ჰპირდებიან, რომ ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია მოხდება საქართველოში. ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის ის ხალხი, ვინც ამეებს აკეთებდნენ. რისთვის სცემეს ვალერი გელაშვილი?! როგორც ვიცი, შენობის წართმევა უნდოდათ მისთვის და ამ კაცმა არ დათმო. უფულოდ სთხოვდნენ და სიკვდილამდე მიიყვანეს პირდაპირი მნიშვნელობით, შემთხვევით გადარჩა. დღეს მათი მხარდამჭერი 250 ათასი კაცია და ვერ იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ ვერც შემცირდა და ვნახოთ, ეს არჩევნები რას დაგვანახებს. „ნაციონალები" სიცრუის ოსტატები არიან.

 

პირველ სამ გადაცემაში პრონაციონალურად განწყობილი ჟურნალისტების მხრიდან იყო შეკითხვები იპოთეკარებთან დაკავშირებით, გარეთაც რომლებიც მხვდებოდნენ და მერე ვნახე მონტაჟი „რუსთავი 2"-ის და იმავე „რუსთავი 2"-ს ვუთხარი სამეგრელოში, რომ ნახეთ, როგორ ოსტატურად ცრუობთ-მეთქი. ეს სიცრუეც აღარ არის, ამას თაღლითობა ჰქვია. „რუსთავი 2" ჩემზე აკეთებს სიუჟეტს, აცხადებს, როგორ ვამბობ მე, რომ უფასო კრედიტები და ათწლიანი კრედიტები გექნებათ, ამას ვაბობდი სოფლის მეურნეობაზე და უამბეს ეს იპოთეკარებს, რომ ნახეთ, როგორ ჰპირდებოდა ივანიშვილი და როგორ „გადააგდოო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner