logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვიზიარებ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას
- +

13 მარტი. 2016. 23:51


საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში განხორციელებული მასშტაბური ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.  


„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას. მინდა იცოდეთ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხი თქვენ გვერდითაა."



თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 27 ადამიანი გარდაიცვალა, 75 კი დაშავდა.


აფეთქების მიზეზი გახდა დანაღმული ავტომანქანა, რომელიც ორ ავტობუსს შორის მდებარეობდა. ანკარაში აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე, გიუვენ-პარკთან, ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრის სიახლოვეს მოხდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner