logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: როდესაც ადამიანს უჭირს, რთულია, ესაუბრო დემოკრატიაზე
- +

22 სექტემბერი. 2016. 13:35



„საქართველოში ბევრი გაჭირვებულია. ეკონომიკით ჩვენი ქვეყანა 4-5-ჯერ ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროპაში მოგზაურობა და ხედავენ, როგორ ცხოვრობენ ევროპელები, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები არიან",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ისაუბრა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ადამიანები ყველაზე მარტივად მთავრობას ადანაშაულებენ.

 

„როდესაც ადამიანს უჭირს, რთულია, ესაუბრო დემოკრატიაზე და გამოგყვეს. რომ ხედავს, გვერდით რამდენად უკეთ ცხოვრობენ, სახლში მოდის და ნერვები ეშლება. დამნაშავე ამ დროს ვინ არის? საკუთარი თავი არა, ყველაზე იოლია, მთავრობას დააბრალო, მათი ბრალია. ასე მარტივად თუ გავზომავთ, ჩვენზე უარესადაც ბევრი ცხოვრობს დღეს. რეგიონში რამდენი კონფლიქტია და როგორ ოსტატურად ავერიდეთ ამდენ უბედურებას. ჩვენ გვქონდა უარესობა და ის, რომ 4 წელიწადში ეკონომიკურად ვერ მოხერხდება  მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება, თავიდანვე გასაგები იყო",- განაცხადა ივანიშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner