logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვინ შევადარო „ქართულ ოცნებას“? სამწუხაროდ, ასეთი პარტია არ არსებობს
- +

22 სექტემბერი. 2016. 13:49



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ჟურნალისტის კითხვას, რამდენად დემოკრატიულია „ქართული ოცნების" პარლამენტში შესვლა 100 დეპუტატით, პასუხობს, რომ იგი მრავალპარტიულობის მომხრეა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს.

 

 

„ეს არის რეალობა. სამწუხაროდ, საზოგადოებას ძალიან  მცირე არჩევანი აქვს და დღეს  „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ აქვს. იმიტომ, რომ იყოს მრავალპარტიული და კოალიციური მთავრობა და ამისთვის ნათელაშვილს შევუძღვეთ და გინდაც, ძალიან ცუდი პარტნიორობა აჩვენეს, კიდევ ვიმეორებ, რესპუბლიკელებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ და შევუძღვეთ კიდევ ახალ პარტიას, ვთქვათ, მომღერალი მოგვივიდა და ნახეთ, რა ფოკუსებს გვიტარებს პოლიტიკაში, ბურჭულაძე მყავს მხედველობაში და ამისთვის მოვუწოდო საზოგადოებას, რომ ნაწილი ხმებისა „ლეიბორისტებს" მიეცით, ნაწილი ბურჭულაძეს და ნაწილი „რესპუბლიკელებს" და ამით ქვეყანა აყვავდება, არ არის სამწუხაროდ ასე. მრავალპარტიულობა კარგი იქნებოდა და ამის მომხრე ვიყავი და ვარ დღესაც, მაგრამ სამწუხაროდ, არ არის ალტერნატივა და არ არის შედარებითი პარტია. „ქართულმა ოცნებამ" 4 წელიწადში საოცრება მოახდინა და ქვეყანა, რომელიც უფსკრულისკენ მიექანებოდა,- პატრიარქს მაინც დაუჯერეთ, ჩემი თუ არ გჯერათ, - მოაბრუნა დემოკრატიისკენ. დღეს დემოკრატიული ინსტიტუტები ადამიანის თავისუფლებაზეა დამყარებული. ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ" და ეს გუნდი და ძირითადი  ჯგუფი შენარჩუნებულია დღეს. საუკეთესო ლიდერი შეარჩიეს კვირიკაშვილის სახით, რომელიც არა მარტო კანონს, მორალს ემორჩილება.

 

ვინმე შევადარო „ქართულ ოცნებას", ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდმ არ არსებობს დღეს ასეთი შედარებითი პარტია.

 

4 წელიწადში თუ არა, იქნება 8 წელიწადში მოვახერხოთ და პოლიტიკური ისტებლიშმენტიც გამდიდრდეს და გაიზარდოს, ისევე, როგორც ეკონომიკა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner