logo_geo
eng_logo
ბიძინა გეგიძე: ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და შევუდგებით ქვეყნის განვითარებას
- +

22 სექტემბერი. 2016. 13:56



21 სექტემბერს,  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის (02 ოლქის) პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე მრგვალ ბაღში მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკის რაიონში მიმდინარე და განსახორციებელ პროექტებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის და განათლების რეფორმებზე, ასევე ისაუბრა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების გეგმაზე, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების ზრდას და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მაჟორიტარის მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ხალხთან.


შეხვედრას ასევე ესწრებოდა ვაკის (03 ოლქის) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან" ზაზა ხუციშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ხალხისთვის საყვარელი და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: არტისტი ვახტანგ ტატიშვილი, ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი, სპორტსმენი ლევან ყიფიანი, ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია. მათ ბიძინა გეგიძეს წარმატება და არჩევნებში გამარჯვება უსურვეს.


მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის მეტ ჩართულობაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, რის გამოც მათგან მოდის პოზიტიური განწყობა და დადებითი მუხტი.

 

„ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და შევუდგებით ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner