ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ კვეზერელმა, სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში დაღუპულებს პატივი მიაგო და დიღმის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკო.
სასაფლაოზე შეკრებილები იყვნენ დაღუპულების ოჯახის წევრები, ვეტერანები და ბაბუშერას ტრაგედიის დროს გადარჩენილი მეომრები.
1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მიფრინავდა, მტერმა ზღვიდან დაბომბა. მფრინავმა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის აეროპორტში გადასროლა შეძლო. მიწაზე დაშვებისას იგი ძირს დაენარცხა და შუაზე გაიპო. თვითმფრინავში მყოფთაგან ცოცხალი მხოლოდ 16 გადარჩა. ამჟამად დიღმის ძმათა სასაფლაოზე ბაბუშერას სამარხიდან 104 ნეშტია დაკრძალული.