logo_geo
eng_logo
ბაბუშერას ტრაგედიიდან 23 წელი გავიდა
- +

22 სექტემბერი. 2016. 14:14



ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ კვეზერელმა,  სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში დაღუპულებს პატივი  მიაგო და დიღმის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკო.


სასაფლაოზე შეკრებილები იყვნენ დაღუპულების ოჯახის წევრები, ვეტერანები და ბაბუშერას ტრაგედიის დროს გადარჩენილი მეომრები.


1993 წლის 22  სექტემბერს თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მიფრინავდა, მტერმა ზღვიდან დაბომბა. მფრინავმა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის აეროპორტში გადასროლა შეძლო. მიწაზე დაშვებისას იგი ძირს დაენარცხა და შუაზე გაიპო. თვითმფრინავში მყოფთაგან ცოცხალი მხოლოდ 16 გადარჩა. ამჟამად დიღმის ძმათა სასაფლაოზე ბაბუშერას სამარხიდან 104 ნეშტია დაკრძალული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner