საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ამბობს, რომ სახელმწიფო ხარჯები 2012 წელთან შედარებით 300 მილიონით შემცირდა და შეიქმნა 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.
„ბოლოდან მე-6 ადგილზე ვიყავით მაკროეკონომიკური მდგომარეობით, საქართველო დღეს უსწრებს ბელგიას, საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს, რაც საფუძველს ქმნის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს. რაც შეეხება უმუშევრობას, ნებისმიერი სტატისტიკა, რაც არ უნდა ნახოთ, 60 ათასით გაიზარდა სამუშაო ადგილი, რაც ჩვენს გაჭირვებას დიდად არ დაეტყო, მაგრამ 60 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ხარისხობრივად მინდა გაჩვენოთ, სახელმწიფო სექტორი რამდენად გაჯანსაღდა. 2010-დან 2012 წლამდე შევადაროთ 2013-15 წლების ხარჯებს, შედის თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოება და ასე შემდეგ, დაახლოებით 300 მილიონით შემცირდა 2013 წლიდან 2015 წლამდე, ვიდრე 2010-დან 2012-მდე. მაგრამ ეს არაა მთავარი. ამ ყველაფერს რომ გამოვაკლოთ სამართალდამცავი სისტემები - თავდაცვა, პროკურატურა, შსს, სადაც ხელფასები გაიზარდა, და სასამართლო, სადაც ასევე ხელფასები გაიზარდა. ავიღოთ წმინდა ბიუროკრატია, სამინისტროები და მთავრობა. 760 მილიონით ნაკლები დაიხარჯა 3 წელიწადში, ეს არის ახალი ხელისუფლება და ეს ფული ნაწილდება სწორედ სოციალურ დანახარჯებზე, ჯანდაცვაზე, რაც აქამდე ხმარდებოდა გაუგებრობას წინა ხელისუფლების დროს. ამ დროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ბიუჯეტი იზრდება, როგორც წესი, ხარჯები უნდა გაიზარდოს ბიუროკრატიაზეც. რომ შეადაროთ 2015 წლის ხარჯები, გაცილებით დაბალია, ვიდრე 2012 წელს იყო. ამ ფონზე კი 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა, ეს არის რეალობა და სტატისტიკა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.