logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ იქნება დომინანტი
- +

22 სექტემბერი. 2016. 14:22



„საქართველოს მოსახლეობა არის ძალიან გამჭრიახი, ნიჭიერი ჩვენი დიდი ისტორიიდან და გენეტიკიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი  სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნებზე", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" მე-9 მოწვევის პარლამენტში 90 დეპუტატზე ნაკლებს არ შეიყვანს.


„ქართული ოცნება" იქნება დომინანტი. 90 დეპუტატზე ნაკლებს არ შეიყვანს პარლამენტში „ქართული ოცნება". ასეთია რელოაბა და ვიღაცებს მოსწონთ, ვიღაცებს არ მოსწონთ. საქართველოს მოსახლეობა არის ძალიან გამჭრიახი, ნიჭიერი ჩვენი დიდი ისტორიიდან და გენეტიკიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამიტომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნებზე",- განაცხადა ივანიშვილმა.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner