logo_geo
eng_logo
21 სექტემბერს კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა
- +

22 სექტემბერი. 2016. 14:32



21 სექტემბრის 15:00 საათიდან „დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფიქსირდა კახეთის რეგიონში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემომავალი ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბელი. 16:15 საათისთვის ღრუბლის მასებმა მოიცვა დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონები.


სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო.


16:19 საათიდან 18:27 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ყვარლის და სიღნაღის რაიონების თავზე 1400 კმ2 ფართობის მქონე ღრუბლის მასები  სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა. გასროლილ იქნა 150 რაკეტა.


ზემოქმედების შედეგად ნალექის  უდიდესი ნაწილი აღნიშნული რაიონების თავზე წვიმის სახით ჩამოიშალა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner