რადიო ჯაკოს ინფორმაციით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად სლოვაკი ვლადიმერ ვაისი დაინიშნება.
ვლადიმერ ვაისი - 1956 წელს დაბადებული სლოვაკი სპეციალისტია, რომელიც 2008 - 2012 წლებში სლოვაკეთის ნაკრებს წვრთნიდა. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010 წელს სლოვაკეთმა მისი თაოსნობით ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში იტალია დაამარცხა (ანგარიში 3:2), თავად პლეიოფის საგზური მოიპოვეს, ხოლო "ლურჯები" კი ჯგუფში ჩატოვეს. სლოვაკეთის ნაკრები სპეციალისტმა 2012 წელს დატოვა, მას მერე რაც მისმა გუნდმა ვერ მოახერხა "ევრო 2012"-ის საგზურის მოპოვება.
ვაისი სხვადასხვა დროს წვრთნიდა პერტრჟალკას "არტმედიას", რუსულ "სატურნს", ბრატისლავის "სლოვანს" და ალმათის "ქაირათს".
გავრცელებული ინფორმაციით ვლადიმერ ვაისის კანდიდატურა ხვალ დამტკიცდება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე, ხოლო 13:00 საათზე კი ახალი მწვრთნელის ოფიციალური წარდგენა იგეგმება.