„რწმენის დონეზე მივიდა პარტიებს შორის არჩევნები, რაც ძალიან ცუდია, აი სწამს მისი და არ უნდა არაფრის გაგონება, უყურებს „რუსთავი 2"-ს, იქ შესულია თავიდან ბოლომდე და იჯერებს ასეთ სიცრუეებს და ამ დროს, გელაშვილის სასამართლო და რაც ხდებოდა და ეს ხალხი აკეთებდა, თითქოს არაფერი მომხდარა, გამოდიან და დეკრიმინალიზაციას გვპირდებიან კრიმინალები, კრიმინალები გვპირდებიან დეკრიმინალიზაციას. სწორედ, რომ ამ კრიმინალს მოიტანენ ისევ უკან", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რისი დეკრიმინალციზაცია? თავშივე ტყუობს მელია და ხოშტარია, როგორ არ რცხვენიათ? რომელი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზეა საუბარი? კრიმინალურ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ ხომ? აი ეს არის პრობლემა. გელაშვილის მაგალითი არის იდეალური ის რაც დღეს მოხდა ამასაც იტყვიან არასამთავრობოებს რომ ეძახიან საკუთარ თავს და ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან, რომ როგორ გაბედეს და დღეს გამოაცხადეს ეს. ამ დროს ხაშურში კენჭს იყრის ისევ გელაშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატია", - განაცხადა ივანიშვილმა.