logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: გენდერულ ბალანსს მთავრობაში უახლოეს მომავალში გამოვასწორებთ
- +

22 სექტემბერი. 2016. 14:41



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის „პროექტში შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" მთავრობაში ქალბატონების მოღვაწეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში გენდერული ბალანსის პრობლემას სახელმწიფო გამოასწორებს.

 

„მქონდა მცდელობა, ვთხოვე ჩემს მეგობრებს პარლამენტში და თემურ ჭკუასელი იყო ამის ინიციატორი, კვოტის დაწესებაც კი გვინდოდა და აქტიურად ვთხოვდი თემურს, იქნებ დაგვეწესებინა კვოტები და მიგვეცა მეტი სტიმული პარტიებისთვის, რომ მეტი ქალბატონები იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტშიც და მთავრობაშიც. საერთოდ, მამაკაცი ვარ და სულაც არ მერიდება იმის თქმა, რომ ჩვენ ძალიან გონიერი ქალბატონები გვყავს და ვფიქრობ, რომ ამ დარღვეულ ბალანსს უახლოეს მომავალში გამოვასწორებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner