logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: აღარ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას
- +

22 სექტემბერი. 2016. 14:43



„მედიასთან შეხვედრის დროს ინფორმაციით მეც ვმდიდრდები, მაგრამ რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა პრობლემებზე",- ამ სიტყვებით უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაGDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას,  „მედიასთან შეხვედრით რა პრობლემებზე მიიღეთ ინფორმაცია და  რა გზებით უნდა მოგვარდეს".



„აღარ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას, ჩვენ ერთად უნდა გავითვალისწინოთ პრობლემები, შეცდომები, მიმართულებები. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, სწორ მიმართულებებს დაექვემდებაროს. მეც, თქვენსავით რიგითმა მოქალაქემ, ჯერ არჩევნების პროცესში უნდა მივიღოთ სწორი არჩევანი და შემდეგ ვაკონტროლოთ მუდმივად მთავრობა.

კარგად დააკვირდით, სად ვიყავით, უფსკრულის პირას ვიყავით და დღეს ევროპის მიმართულება მკვეთრად ავირჩიეთ. ევროპელებს ადამიანის უფლებებით რეიტინგებში ვეჯიბრებით. მოდით არჩევნებზე და სწორი არჩევანი გავაკეთოთ. როდესაც არჩევნებზე მიდიხარ და ხმას აძლევ, უკვე პრეტენზია გაქვს, მოსთხოვო შენს არჩეულს პასუხი.

კონტროლის მექანიზმი არ უნდა დაიკარგოს, რაშიც მედიას აქვს ლომის წილი. ოპონენტები არიან ძალიან დიდი მაკონტროლებლები და, რა თქმა უნდა, მრავალპარტიულობა აუცილებელია.

მიმაჩნია, რომ პირველი მაკონტროლებლები არიან ოპოზიციური პარტიები, მერე მედია და ა.შ.

ესენი ყველანი საზოგადოების შემადგენელი ნაწილია. ის დღე დავივიწყოთ, „აცადეთ, მოვიდნენო" , ვაცადეთ და დაგვანგრიეს თავზე ყველაფერი. არავის არაფერი არ ვაცადოთ, ვაკონტროლოთ და მაქსიმალური მოვთხოვოთ, ოღონდ არგუმენტებით",- განაცხადა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner