logo_geo
eng_logo
ლალი ბადურაშვილი: დამკვეთებს სადარბაზოსთან დავხვდებოდი და ვესროდი!
- +

22 სექტემბერი. 2016. 14:48



ისიც მაინტერესებს, იმ კომისიას, რომელიც ყველაფერ ამას სწავლობდა, რა უფლება ჰქონდა, რომ ეს ფაილები" ჩვენთვის დაემალა? საზოგადოებას რატომ არ უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა? რას გვიმალავენ, რა უფლება აქვთ? თუ ლაპარაკი იმაზეა, რომ ინტიმური პირადი ცხოვრება იყო და ამიტომ დამალეს, მაშინ სახეებზე სპეციალური ნიღაბი დაედოთ და ასე გაეშვათ", - აცხადებს მსახიობი ლალი ბადურაშვილი გაზეთ „ქართულ სიტყვასთან" ინტერვიუში.


 

ბადურაშვილი, რომელიც გოგა ხაინდრავას ფილმში „ჰეროკრატია" სერგო თეთრაძის სიდედრის როლს ასრულებს, ინტერესდება, მათ, ვინც მუდმივად კივიან და ფილმს აკრიტიკებენ, რისი ეშინიათ? მისი თქმით, ეს შეკითხვა „ნაცების" წარმომადგენელს პირდაპირ ეთერშიც დაუსვა.


 

სერგო თეთრაძის სიდედრის როლით ყველაფერ იმასთან, რაც მაშინ ხდებოდა, უფრო ახლოს მივედი - მასალებში ისეთი რაღაცები ამოვიკითხე, ახლაც მაკანკალებს! მე რომ სერგო თეთრაძის დედა ვყოფილიყავი და მცოდნოდა, ჩემს შვილს ყველაფერი ეს გაუკეთეს, აუცილებლად იარაღს ავიღებდი და შემსრულებლებს კი არა, დამკვეთებიდან ერთ-ერთს სადარბაზოსთან დავხვდებოდი და ვესროდი! ეს ადეიშვილი იქნებოდა, მერაბიშვილი თუ სააკაშვილი, იმქვეყნად აუცილებლად გავისტუმრებდი, მერე, ციხეში წავიდოდი და დავისვენებდი. ახლაც, როცა ამაზე ვლაპარაკობ, მშვიდად ვერ ვარ - წარმოიდგინეთ ახალგაზრდა, ქართული მენტალიტეტის მქონე სამხედრო, რომელსაც ჯაშუშობა დააბრალეს", - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.



 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner