logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: უნდა გაგრძელდეს სოფლის მეურნეობის განვითარება
- +

22 სექტემბერი. 2016. 14:54



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს და ამბობს, რომ სუბსიდიები სახელმწიფომ იმისთვის გასცა, რომ  დაეხმაროს მოსახლებას ამ ეტაპზე. „პერსპექტივაში კი მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესია, რომელსაც აქვს ჭარბი შემოსავალი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

„ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაში რომ არის დასაქმებული და ეს არის ძირითადი მიზეზი, ამიტომ აქვს გამართლება იმ სუბსიდიებს, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ და ხშირად ეკონომისტები, რომლებსაც ცოდნა გააჩნიათ, არგუმენტითვე ცდილობენ დაგვისაბუთონ, რომ ეს ფული არის გადაყრილი, რომ ამას არ ექნება ის ეფექტი, რომ ქვეყანა ევროპაში შევიდეს. რა თქმა უნდა, ამასზე მრავალჯერ მიმიცია თანხმობა და დღესაც გავიმეორებ, რომ სოფლის მეურნეობა ვერ გახდება ორთქლმავალი ეკონომიკის განვითარების. მაგრამ ის, რომ ნახევარზე მეტი მოსახლეობისა სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ძირითადად ამით ირჩენენ თავს, სწორედ ამიტომ დავეხმარეთ. მოვიშუშოთ იარები, გავაკეთოთ ასეთი სვლები, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს დავეხმაროთ, პერსპექტივაში კი მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესია, რომელსაც აქვს ჭარბი შემოსავალი. უნდა გაგრძელდეს სოფლის ყურადღება და სოფლის მეურნეობის განვითარება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner