„არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში ისეთი ბაზარი იყოს ყურძნის, რომ მაღალი კონკურენცია იყოს ყურძნის შესყიდვაზე. ევროპაში ძალიან კარგად ვითარდებიან ჩვენი მეღვინეები. ეს პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს",- ამ სიტყვებით აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ყურძნის ექსპორტს.
ივანიშვილის განცხადებით, კახეთში და ბევრ რეგიონში ვაზი უნდა გაშენდეს.
„ჩვენი საამაყო და საექსპორტო პოტენციალი გახლავთ ვაზი და კახეთში მაქსიმალურად უნდა გაშენდეს და არა მხოლოდ კახეთში, სხვა რეგიონებშიც, რომლებიც უნდა ავითვისოთ. ჩვენ ვართ ვაზის ქვეყნა, მთელმა მსოფლიომ აღიარა და მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ.
მთავარია, სწორი გზით გავაგრძელოთ სვლა და განვითარება, რაც ყველაფრის განვითარებას გამოიწვევს. განვითარდება ტურიზმიც. ზღვა ვერ დაიტევს ტურისტებს, ისევე როგორც მთა. მეღვინეობაც განვითარდება, ოღონდ უნდა გავყვეთ სწორ გზას, მთავრობას. კვირიკაშვილი არავის მისცემს უფლებას, კანონები დაარღვიონ. მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ მაინც მთავრობა. მივიღებთ ასე კარგ შედეგებს, დავასაქმებთ მოქალაქეებს, დავაბრუნებთ უცხო ქვეყნებიდან და ღირსეულადაც ვიცხოვრებთ. ოღონდ ნუ ითხოვთ ოთხ წელიწადში ოცი წლის გასაკეთებელს",- განაცხადა ივანიშვილმა.