ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობა უხეშადაა დარღვეული. მისი თქმით, სასურველი იყო, ამის გამოსასწორებლად ცოტა ხელოვნური დახმარებაც მომხდარიყო, თუმცა არ მოხდა:
„მამაკაცი ვარ და სულაც არ მერიდება, რომ ჩვენ ძალიან გონიერი ქალბატონები გვყავს. ის, რასაც ვერ ვახერხებთ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომ დარღვეულია თანასწორობა, რეალობა განსხვავებულია. მეორე ნახევარი, რაც ჩვენ კარგად გვაქვს დაფუძნებული - მეუღლე, აბსოლუტურად ვამართლებთ ამ სიტყვებს და ამ დროს, პოლიტიკაში სირცხვილია, თუ მკითხავთ, რომ ასე უხეშადაა დარღვეული.
მგონი, უახლოეს დროში ამას გამოვასწორებთ. ცოტა ხელოვნურად დახმარება არ აწყენდა, მაგრამ არ დამიჯერეს. ვერ მოხდა კვოტის დაწესება. ჭკუასელი ბობოქრობდა, სხვები ეხმარებოდნენ, მაგრამ ვერ გამოვიდა.
ჩვენი ქალბატონები მეორე ნახევრები არიან. ხშირად, პირველ ნახევარს ვეძახი ჩემს მეუღლეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.