logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დღევანდელი ბიუჯეტი მთლიანად სოციალურად მიმართულია
- +

22 სექტემბერი. 2016. 15:30



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" სოციალური დახმარების პროგრამაზე საუბრობს. მისი თქმით, ამ მხრივ სახელმწიფოსგან დაფინანსება 3-ჯერ და 4-ჯერ არის გაზრდილი და სახელწიფო ზრუნავს ამ მიმართულებით მოსახლეობაზე.


„რაც შეეხება დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას სოციალურად დაუცველებთან მიმართებაში, ამ მიმართულებით დაფინანსება 3-ჯერ და 4-ჯერ არის გაზრდილი, მაგრამ შეფასებებში კითხვები მუდამ არის. მე ისიც ვიცი, რომ ხშირად სამსახურზე უარს ამბობენ იმისთვის, რომ სოციალური დახმარება ჰქონდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ არ იციან, რამდენად სტაბილური იქნება სამუშაო და გამოადგებათ თუ არა. ძალიან სამარცხვინოა იმ თანხებზეც საუბარი, ისეთი მწირი თანხებია. შეფასებებში ცვლილებები ხდება, მაგრამ საერთო თანხები ამ მხრივ, ჩვენი ბიუჯეტი არის სოციალურად მიმართული. 760 მილიონი, რომელიც მთავრობამ საერთო ჯამში 3 წლის განმავლობაში დაზოგა, მთლიანად წავიდა სოციალურ ხარჯებზე, ჯანდაცვაზე. ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს და მიმართულება შეცვალა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner